როდრიგო დე პოლი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
როდრიგო დე პოლი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი როდრიგო დე პოლი კარიერას აშშ-ში, „ინტერ მაიამის“ რიგებში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ინტერ მაიამიმ“ და „ატლეტიკო მადრიდმა“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ბოლო დღეებში დაჩქარდა. როგორც რომანო წერს, დე პოლი ამერიკულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ინტერ მაიამიში“ უკვე თამაშობს ნაკრებში დე პოლის თანაგუნდელი ლიონელ მესი, გუნდში ასევე ირიცხებიან სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ლუის სუარესი.

31 წლის დე პოლი „ატლეტიკოს“ ღირსებას 2021 წლიდან იცავდა. ნახევარმცველს ასევე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა არგენტინის ნაკრების შემადგენლობაშიც – მოიგო კოპა ამერიკა (ორჯერ), ფინალისიმა და მსოფლიო ჩემპიონატი.