როდრი ვარჯიშებს დაუბრუნდა და შესაძლოა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT

09:03, 02.05.2025

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი მუხლის ტრავმის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა. ესპანელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები 2024 წლის სექტემბერში „არსენალთან“ მატჩში გაიწყვიტა.

როგორც Sky Sports წერს, როდრი ამ კვირიდან სრულფასოვან ვარჯიშებში ჩაერთო. ამ მომენტისთვის უცნობია მისი მოედანზე დაბრუნების ვადები, მაგრამ არ არის გამორიცხული, მან ივნის-ივლისში კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

2024 წელს ესპანელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

მსგავსი