როდრი „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს არ აგრძელებს და „რეალში“ გადასვლა სურს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, როდრიმ უარი თქვა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გაზეთ Marca-ს ჟურნალისტმა, რამონ ალვარესმა.
30 წლის როდრის მოქმედი ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ივნისში იწურება. წყაროს ცნობით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს უკვე ამ ზაფხულს სურს მადრიდის „რეალში“ გადასვლა.
ჯერჯერობით უცნობია „მანჩესტერ სიტის“ პოზიცია. თუ ინგლისური მხარე ამ ზაფხულს არ გაყიდის როდრის, გაისად უფასოდ მოუწევს მისი გაშვება.