როდრი - „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალზე“ უკეთესი გუნდია
როდრი - „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალზე“ უკეთესი გუნდია

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარცმველმა როდრიგო ერნანდესმა, რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც როდრი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მე არ ვენდობი არც ერთ ანგარიშს „რეალთან“ დაპირისპირებაში. ჩვენ სტუმრად მოვიგეთ 2-1, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და მათთვის ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენი გუნდი უკეთესია და ეს უკვე ერთხელ დავამტკიცეთ, თუმცა ერთი ნაბიჯი კიდევ დაგვრჩა გადასადგმელი. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და განსაკუთრებულად მოვინდომოთ“, – მოჰყავს როდრის სიტყვები „გოლს“.

განმეორებითი მერვედფინალური მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის 7 ან 8 აგვისტოს გაიმართება.