როდრი - ჩემი ოცნება ახდა, „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა #1TVSPORT
როდრი - ჩემი ოცნება ახდა, „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

მატჩის გმირი „სიტის“ საყრდენი ნახევარმცველი როდრი გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ეს ტრიუმფი დაიმსახურა.

„ემოციებში ვარ, ჩემი ოცნება საბოლოოდ ახდა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა, რადგან ორი წლის წინაც ახლოს ვიყავით ტრიუმფთან. მადლობა მინდა, გადავუხადო ქომაგებს, ეს წარმატება მათაც დაიმსახურეს.

ტურნირის მანძილზე ბევრ ძლიერ მეტოქესთან ვითამაშეთ, ძალიან რთული იყო ფინალიც, რადგან „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, განსაკუთრებით დაცვის დროს. ყოველთვის საუკეთესოდ ვერ იასპარეზებ, მთავარია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ეს ისეთი მომენტია, რომელიც აღარ გამეორდება, თუმცა „სიტის“ დიდი ამბიცია მომავალ სეზონშიც ექნება“, – განაცხადა როდრიმ.

ჩემპიონთა ლიგასთან ერთად „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი და პრემიერლიგა მოიგო.