როდრი ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ – ყველა ტურნირის მოსაგებად ძალ-ღონეს არ დავიშურებ #1TVSPORT

10:05, 18.08.2026

ესპანელი ნახევარმცველი როდრი უკვე ბარსელონაშია, სადაც მედიასთან აეროპორტში ისაუბრა. მისი განცხადებით, კატალონიურ გუნდში ასპარეზობა მისი ოცნება იყო და მზადაა, თანაგუნდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ყველა შესაძლო ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლოს.

„მოუთმენლად ველი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას და ყველა ტურნირის მოსაგებად ძალ-ღონეს არ დავიშურებ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

როდრი კლუბთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონ ევროს შეადგენს – „მანჩესტერ სიტი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს. ესპანელი ახალ გუნდში 16-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც მას ფერმინ ლოპესმა დაუთმო. თავად ფერმინი კი ამიერიდან მე-7 ნომრად იასპარეზებს.

როდრი გასული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, ის ასევე არის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული.

მსგავსი