„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ ილაპარაკა აღდგენის პროცესზე უმძიმესი ტრავმის შემდეგ და იმედი გამოთქვა, რომ ამ სეზონში მოასწრებს მინდორზე დაბრუნებას.
„ფსიქოლოგიურად გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე ველოდი, თუმცა პირველი თვე ძალიან რთული იყო. ახლა შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, კარიერაში პაუზა სასარგებლო გამოდგა ჩემი სხეულისთვის. გარდა ამისა, ვტკბები ისეთი რამეებით, რაც ჩვეულებრივ არ არის ჩემს ცხოვრებაში.
რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას, სამჯერ-ოთხჯერ მეტს ვმუშაობ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. დილით სამი საათით და სადილის შემდეგ, ჩემთან მოდიან, რათა მიმკურნალონ. ყველაფერი მონაცვლეობითაა: რეაბილიტაცია, ფიზიოთერაპია და ასე გაუჩერებლად.
მიხილავთ თუ არა ამ სეზონში მოედანზე? დიახ. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი კარგად მიდის. რა თქმა უნდა, ისევ მინდა ვითამაშო ამ სეზონში“, – მოჰყავს როდრის სიტყვები გაზეთ AS-ს.
28 წლის ნახევარმცველმა 2024 წლის სექტემბერში მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო.