როდნი ჰუდმა კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)
როდნი ჰუდმა კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

„პორტლენდისთვის“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების სეზონის სტარტი საკმაოდ მძიმე გამოდგა. გუნდის რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი დღემდე დაშავებულია. „ბლეიზერსმა” დღეს შინ „ლეიკერსთან” წააგო. ეს გუნდისთვის სეზონზე რიგით მე-14 მარცხი იყო.

„პორტლენდის” გულშემატკივრებისთვს „ლეიკერსთან” მარცხის გარდა, კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. შეხვედრის პირველ ტაიმში როდნი ჰუდმა კოჭი დაიზიანა. ჰუდმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. შემს ჩარანიას ინფორმაციით „ორტლენდის” კალათბურთელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. დიდი ალბათობით, როდნის დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. ეს კი „ბლეიზერსისთვის” კიდევ ერთი სერიოზული დარტყმაა.