როდნი ჰუდმა დენვერთან გამართულ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო (ვიდეო)
პორტლენდმა დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია დენვერს მოუგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კონფერენციის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბლეიზერსის სათადარიგო მოთამაშე როდნი ჰუდმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დახმარების გარეშე ვერ დატოვა. ჰუდი პორტლენდელთა შემადგენლობაში სათადარიგო მოთამაშეებს შორის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს პარკეტზე დაბრუნებას ბლეიზერსის 26 წლის დამცველი, თუმცა ფაქტია, რომ მისი დახმარება აუცილებელი იქნება გოლდენ სტეიტთან დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო პორტლენდს იუსუფ ნურკიჩი ვერ ეხმარება.
Rodney Hood crumbles to the floor after the Craig screen….
Prayers out to him 🙏 pic.twitter.com/byfyk1X6bA
— Def Pen Hoops (@DefPenHoops) 12 May 2019
Please be okay, Rodney Hood. pic.twitter.com/r28Sxb2qQ3
— Dime (@DimeUPROXX) 12 May 2019
Rodney Hood (left knee hyperextension) is questionable to return.
— Trail Blazers (@trailblazers) 12 May 2019