როდის განახლდება ჩემპიონატი - ფედერაციამ და კლუბებმა ვარიანტები განიხილეს
როდის განახლდება ჩემპიონატი - ფედერაციამ და კლუბებმა ვარიანტები განიხილეს

ქართულმა კლუბებმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კორონავირუსით გამოწვეულ რთულ პერიოდში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკეს.

საუბარი შეეხო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, ვარჯიშებისა და ჩემპიონატის განახლებას, ხელფასების შესაძლო შემცირებას, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს.

ჯერ უცნობია, ვარჯიშები და ჩემპიონატი როდის განახლდება. ლაპარაკი იყო სხვადასხვა ვარიანტზე – ჩემპიონატი მაისში თუ განახლდება, იქნება ერთი ფორმატი, ივნისში – სხვა ვარიანტი და ა.შ. ამავე დროს, კლუბებში ფიქრობენ, რომ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირონ – ზოგან 50 პროცენტით, ზოგან მეტადაც. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, მაგრამ ეს შემცირება მხოლოდ კორონავირუსის პერიოდს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს ხელმძღვანელობა ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) და პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის(FIFPro) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის შემდეგაც ფიფა-მ ფეხბურთელებს ხელფასების 50 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ფინანსურ პერიოდში ანალოგიური ნაბიჯები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების კლუბებმაც გადადგეს.

დატოვე კომენტარი