რობინ ლოპესმა და ჯერემი გრანტმა მატჩის დროს იჩხუბეს
რობინ ლოპესმა და ჯერემი გრანტმა მატჩის დროს იჩხუბეს

„ოკლაჰომა სიტიმ“ ნბა-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ჩიკაგო ბულზს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა და მეტოქე უპრობლემოდ, 121-96 დაამარცხა.

შეხვედრის მესამე პერიოდში პარკეტზე დიდი არეულობა მოხდა. ინციდენტში რობინ ლოპესი და ჯერამი გრანტი მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთმაეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც კრის დანმა რას ვესტბრუკს ხელი კრა.

ლოპესი ჩხუბის შედეგად განსაკუთრებულად გაღიზიანდა, რის შემდეგაც მსაჯმა მას ტექნიკური ჯარიმა მისცა და მოედნიდან გააძევა.