რობი ლოულერი მაიკ პერისთან ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა

15:30, 29.10.2020

21 ნოემბერს UFC 255-ზე გასამართი ბრძოლა რობი ლოულერსა და მაიკ პერის შორის აღარ შედგება. მიზეზი ლოულერის ტრავმაა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მაიკ პერიმ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გააჟღერა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რისი ტრავმა აქვს რობის. პერიმ ლოულერის შემცვლელად გურამ ქუთათელაძის გუნდელი ხამზატ ჩიმაევი ისურვა, თუმცა აღნიშნული ბრძოლა ვერ დაიგეგმება, რადგან ჩიმაევი 19 დეკემბერს ლეონ ედვარდსს შეხვდება.

მაიკ პერიმ ბოლო ბრძოლა მიკი გალის წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი