ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო “ლივერპულის” შოტლანდიელმა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა. ამის შესახებ წერს „სკაი სპორტსი“.
რობერტსონმა მონაწილეობა მიიღო კვიპროსის წინააღმდეგ მატჩში (2:1), მაგრამ გამოტოვა შემდეგი შეხვედრა სტუმრად ბელგიასთან (0:3).
ნაკრების ექიმებმა დაადასტურეს, რომ შოტლანდიელმა მუხლი დაიზიანა. არ არის გამორიცხული, ამ ტრავმის გამო რობერტსონმა გამოტოვოს 2019-20 წლების სეზონის დასაწყისი.
გასულ სეზონში რობერტსონმა პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.