რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია
რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა, შესაძლოა, ბარსელონას“ დამრიგებლის პოსტზე ერნესტო ვალვერდე შეცვალოს, – წერს „ფუტბოლ ესპანა“ (Football Espana).

წყაროს ინფორმაციით, 45 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატია.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მალე გაიმართება „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს ვალვერდეს ბედს.

ამ სეზონში „ბარსელონამ“ სამი ტურნირიდან მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალი წააგო „ლივერპულთან“ და ესპანეთის თასის ფინალი დათმო „ვალენსიასთან“.