რობერტო მანჩინის იტალიამ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო - ეს ახალი რეკორდია
რობერტო მანჩინის იტალიამ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო - ეს ახალი რეკორდია

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ისტორიულ შედეგეს მიაღწია: ის გახდა „სკუადრა აძურას“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ 10 გამარჯვებას მიაღწია.

პარასკევს, იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად დაამარცხა ბოსნიის ნაკრები (3:0). მანამდე მანჩინის შეგირდებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს: აშშ (1:0), ფინეთი (2:0), ლიხტენშტაინი (6:0), საბერძნეთი (3:0), ბოსნია (2:1), სომხეთი (3:1), ფინეთი (2:1), საბერნეთი (2:0) და ლიხტენშტაინი (5:0).

წინა რეკორდი ეკუთვნოდა ლეგენდარულ ვიტორიო პოცოს, რომელმაც 1938 წელს იტალიის ნაკრებს ზედიზედ ცხრა მატჩი მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში ცხრიდან ცხრა მოგება აქვს უკვე გაინაღდა კონტინენტის პირველობაზე თამაში.