რობერტო მანჩინის დედა - მე ბალოტელის გამოვიძახებდი, ჟორჟინიოს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა #1TVSPORT
რობერტო მანჩინის დედა - მე ბალოტელის გამოვიძახებდი, ჟორჟინიოს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის დედამ მარიანა პუოლომ დაასახელა „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის მიზეზები. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში შინ წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1).

„ყველაფერი უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, ხანდახან – არც ისე. სიტუაცია ჩვენს ხელში იყო, მაგრამ შეტევამ არც ისე კარგად წარმოაჩინა თავი.

მე ბალოტელის გამოვიძახებდი გუნდში. ის დაუჯერებლად მძლავრი და შეუჩერებელი ფორვარდია.

სამწუხაროდ, ის შეცდომები, რომელიც ჟორჟინიომ დაუშვა, ძალიან ძვირად დაგვიჯდა. არ მინდა ყველაფერი მას გადავაბრალო, მას ეს სპეციალურად არ გაუკეთებია, მაგრამ ვერ გამოიყენო სამი პენალტი…

მაკედონიამ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. შესაძლოა, დონარუმას შეეძლო ჩვენი გადარჩენა, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ამ შემადგენლობას არ დაუკარგავს ის ჯადოქრობა, რომელსაც ევროზე აჩვენებდა, მაგრამ, შესაძლოა, ზოგიერთ ფეხბურთელს ძალიან ეშინოდა შეცდომის დაშვების.

ყველაზე მეტად, ინგლისელები გაიხარებდნენ“, – განაცხადა მარიანა პუოლომ Radiouno-სთან ინტერვიუში.