რობერტო მანჩინიმ ნაკრებში ბალოტელი დააბრუნა
რობერტო მანჩინიმ ნაკრებში ბალოტელი დააბრუნა

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთთან (28 მაისი), საფრანგეთთან (1 ივნისი) და ჰოლანდიასთან (4 ივნისი) ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
30-კაციან სიაში მოხვდა “ნიცას” ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელიც ბოლოს ნაკრებში 2014 წელს იყო გამოძახებული.
განახლებული “სკუადრა აძურას” სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – სალვატორე სირიგუ (“ტორინო”), მატია პერინი (“ჯენოა“), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”);

მცველები – დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”, რუსეთი), მატია კალდარა (“ატალანტა“), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), ლეონარდო ბონუჩი, ალესიო რომანიოლი (ორივე – “მილანი”), დანიელე რუგანი, მატია დე შილიო (ორივე – “იუვენტუსი”), დავიდე ძაპაკოსტა, ემერსონი (ორივე – “ჩელსი”, ინგლისი);

ნახევარმცველები – დანიელე ბასელი (“ტორინო”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ბრიან კრისტანტე (“ატალანტა“), ალესანდრო ფლორენცი, ლორენცო პელეგრინი (ორივე – “რომა”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), როლანდო მანდრაგორა (“კროტონე“);

ფორვარდები: ფედერიკო კიეზა (“ფიორენტინა”), ჩირო იმობილე (“ლაციო“), ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), მარიო ბალოტელი (“ნიცა”, საფრანგეთი), სიმონე ვერდი (“ბოლონია“), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), სიმონე ძაძა (“ვალენსია”, ესპანეთი), ფედერიკო ბერნარდესკი (“იუვენტუსი”), დომენიკო ბერარდი, მატეო პოლიტანო (ორივე – “სასუოლო“).