რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნაზე უარი განაცხადა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მანჩესტერელთა წინადადება უარყო და „იუნაიტედის“ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, – ინფორმაციას  SportBild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს დაუკავშირდა და ინგლისური კლუბის გაწვრთნა შესთავაზა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა, რადგან მანჩინიმ განაცხადა, რომ ვალდებულია, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს.

სულშერის დათხოვნის შემდეგ, მანჩესტერელები მანჩინის გარდა, ზინედინ ზიდანსა და მაურისო პოჩეტინოს დაუკავშირდნენ, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.