რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში დიდი ცვლილებები დააანონსა #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში დიდი ცვლილებები დააანონსა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინასთან მატჩის წინ საკუთარ მოლოდინზე ილაპარაკა, ასევე დააანონსა ცვლილებები თავის გუნდში.

„იტალია არგენტინის წინააღმდეგ – ეს არის მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა. ჩვენი მატჩის წყალობით, გაიხსენებენ ბევრ ლეგენდარულ მოთამაშეს. იქნება შესანიშნავი, ძალიან საინტერესო მატჩი. სამწუხაროა, რომ კიეზას, იმობილეს, ბერარდისა და ვერატის გარეშე დავრჩით. მაგრამ ნებისმიერი, ვინც მათ შეცვლის, ბრწყინვალე მატჩს ჩაატარებს. არგენტინის ნაკრები ძალიან ძლიერია. როგორც ჩვენ.

არგენტინასთან მატჩით დასრულდება გარკვეული ციკლი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდს დატოვებს ერთბაშად 15-20 ფეხბურთელი. მაგრამ ამ მატჩის შემდეგ დავიწყებთ ნაკრებში მეტი ახალგაზრდას გამოძახებას, რათა გავიგოთ მათი დონე და გადავწყვიტოთ, შეძლებენ თუ არა მომავალში ჩვენს დახმარებას. ახალი გუნდით თამამები უნდა ვიყოთ. შემადგენლობაში გაცილებით მეტი ახალგაზრდა იქნება, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება ყველა მიმართულებით. მაგრამ ეს მისია ძალიან აზარტული და მომხიბვლელი ჩანს“, – განაცხადა მანჩინიმ.

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის გამარჯვებულის რანგში შეხვდება კოპა ამერიკას გამარჯვებულს არგენტინას. მატჩი, რომელსაც ფინალისიმა ჰქვია, 1 ივნისს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.