რობერტო მანჩინიმ გატუზო შეაქო
რობერტო მანჩინიმ გატუზო შეაქო

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ „ნაპოლის“ დამრიგებლის, ჯენარო გატუზოს მუშაობა შეაფასა:

„ის, ვინც გატუზოს არასერიოზულად უყურებდა და მასში მხოლოდ მოტივატორს ხედავდა,ძალიან შეცდა, – ციტირებს მანჩინის Sky Italia. – იგი ყოველწლიურად იზრდება და ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჟამად, მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მუშაობა სხვა ქვეყანაშიც კი მოასწრო. მის მხრებზეა ასევე „მილანის“ გაწვრთნაც, რაც გატუზოს ცუდად ნამდვილად არ გამოსდიოდა“,-დაასრულა იტალიის ნაკრების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის თასის ფინალში, გატუზოს გაწვრთნილი „ნაპოლი“, რომში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.