რობერტო მანჩინიმ „ალ-სადი“ დატოვა იტალიის ნაკრებში სამუშაოდ #1TVSPORT
იტალიელმა სპეციალისტმა, რობერტო მანჩინიმ დატოვა „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამის შესახებ კატარული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მანჩინიმ თავად გადაწყვიტა გადადგომა, რადგან იტალიის ნაკრებში ბრუნდება.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 61 წლის მანჩინისთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. მისი ხელფასი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.