რობერტო მანჩინიმ 36 წლის კუალიარელა იტალიის ნაკრებში შეიყვანა
რობერტო მანჩინიმ 36 წლის კუალიარელა იტალიის ნაკრებში შეიყვანა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 4-5 თებერვალს დანიშნულ საწვრთნელ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის არის „სამპდორიას“ 36 წლის ფორვარდი ფაბიო კუალიარელა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სალვატორე სირიგუ (ტორინო), ალექს მერეტი (ნაპოლი);

მცველები – ალესანდრო ბასტონი (პარმა), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო, ლეონარდო სპინაცოლა (ყველა – იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), მანუელ ლაძარი (სპალ), ალესიო რომანიოლი, ანდრეა კონტი (ორივე – მილანი);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (კალიარი), მარკო ბენასი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი, ნიკოლო ძანიოლო (ყველა – რომა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), სტეფანო სენსი (სასუოლო), სანდრო ტონალი (ბრეშა).

ფორვარდები – დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ-შაარავი (რომა), რობერტო ინგლეზე (პარმა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (იუვენტუსი), კევინ ლაზანია (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ინტერი), ფაბიო კუალიარელა (სამპდორია).

32-კაციან სიაში მანჩინის ლეგიონერები არ შეუყვანია.