რობერტო მანჩინიმ 33 ფეხბურთელი გამოიძახა პლეი ოფის მატჩებისთვის #1TVSPORT
რობერტო მანჩინიმ 33 ფეხბურთელი გამოიძახა პლეი ოფის მატჩებისთვის #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელსაც უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის მოამზადებს. იტალიას 24 მარტს ელოდება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი მაკედონიასთან. გამარჯვების შემთხვევაში, იტალია 29 მარტს შეხვდება ფინალში პორტუგალიასა და თურქეთს შორის მოგებულს.

ევროპის ჩემპიონი 12 ნოემბერს შვეიცარიას უმასპინძლებს, 15 ნოემბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები – ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუჯი გოლინი (ტოტენჰემი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა);

მცველები – ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი),ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ლუიშ ფელიპე (ლაციო, იტალია), ჯანლუკა მანჩინი (რომა);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი),ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (სამპდორია),სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები – ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო),ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), მატეო პოლიტანო (ნაპოლი),ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო). მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა).