რობერტო მანჩინი შეიძლება „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
რობერტო მანჩინი შეიძლება „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT

იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ, შესაძლოა, უახლოეს დროში ახალი სამუშაო მიიღოს.

პორტუგალიური ჟურნალის A Bola-ს ინფორმაციით, მანჩინი ორი ძირითადი კანდიდატიდან ერთ-ერთია „პორტუს“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე. იტალიელის გარდა, პორტუგალიური გრანდი განიხილავს „ლაციოსა“ და „მარსელის“ ყოფილი მწვრთნელის იგორ ტუდორის ვარიანტს.

პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, „პორტუს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ვიტორ ბრუნო. გუნდი 18 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ლიდერ „სპორტინგს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ მანჩინის ბოლო სამუშაო ადგილი იყო საუდის არაბეთის ნაკრები, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.