რობერტო მანჩინი სეზონის განახლებაზე - გარკვეული ქაოსი სუფევს
რობერტო მანჩინი სეზონის განახლებაზე - გარკვეული ქაოსი სუფევს

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის მკაფიო აზრი არ გააჩნია ივნისში „სერია ა“-ში სეზონის განახლების თაობაზე.

„მე მგონია, რომ დღეს ერთგვარი ქაოსი სუფევს. როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვიმედოვნებ, რომ სეზონი დასრულდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მშვიდად შევხვდეთ მომდევნო სეზონს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, იქნებიან თუ არა ფეხბურთელები ოპტიმალურ მდგომარეობაში,“ – განაცხადა მანჩინიმ „რომა ტივი“-სთვის (Roma TV) ინტერვიუში.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და „სერია ა“ მუშაობენ სეზონის განახლებისთვის. ეს ივნისის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს.

დატოვე კომენტარი