რობერტო მანჩინი „ნაპოლიში“ არ იმუშავებს - იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელი არ გაუშვა #1TVSPORT
რობერტო მანჩინი „ნაპოლიში“ არ იმუშავებს - იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელი არ გაუშვა #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აღფრთოვანებულია იტალიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მანჩინის „ნაპოლიში“ გადასვლის შესაძლებლობით, მაგრამ ეს გარიგება გამოირიცხა.

იტალიის ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მანჩინის მიწვევა იყო აურელიო დე ლაურენტისის ბოლო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც „ნაპოლის“ ლუჩანო სპალეტი დაემშვიდობა.

RAI-ის ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს თქმით, ეს წინადადება უარყოფილი იქნება, რადგან ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის კლუბში წასვლა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაბლოკა.

„ასე რომ, მანჩინი გააგრძელებს თავის საქმიანობას ნაკრებში, ხოლო „ნაპოლის“ მოუწევს სპალეტის შემცვლელის მოძებნა. ამ თვალსაზრისით, ვინჩენცო იტალიანოსა და ტიაგო მოტას კანდიდატურები გაცოცხლდა, ხოლო ლუის ენრიკეს დანიშვნა, რომელიც ძალიან ახლოს არის საფრანგეთში პსჟ-ს ჩაბარებასთან, მთლიანად გამოირიცხა.

ასევე რჩება რაფაელ ბენიტესისა და პეპე რეინას კანდიდატურები. აურელიო დე ლაურენტისს სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც ამას ლუჩიანო სპალეტი აკეთებდა“, – წერს გამოცემა „არეანაპოლი“.