რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში ბალოტელის გამოიძახებს #1TVSPORT
რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში ბალოტელის გამოიძახებს #1TVSPORT

თურქული კლუბის „ადანას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი მალე გამოძახებას მიიღებს იტალიის ნაკრებში. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

31 წლის ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში 20 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჟურნალისტმა გაარკვია, რომ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა ბალოტელისთვის შანსის მიცემა, მით უმეტეს, რომ ტრავმის გამო, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს ფედერიკო კიეზა.

ბალოტელის იტალიის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლო შეხვედრა 2018 წლის შვიდი სექტემბრით თარიღდება.