რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელი ხდება
რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელი ხდება

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მომავალი კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა. ლაპარაკია იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მანჩინის დანიშვნის თაობაზე. ეს ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა.

როგორც აღნიშნავენ, 53 წლის იტალიელის ხელფასი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება, რაც “ზენიტში” მის ჯამაგირზე ორჯერ ნაკლებია.

მანიჩინის მოქმედი კონტრაქტი რუსულ კლუბთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ოფიციალურად მანჩინის იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ 20 მაისამდე გამოცხადდება.

რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, “ზენიტი” გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა.