იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი სინანულით აღნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდში მუშაობის სასარგებლოდ, შეცდომა იყო. ის აღიარებს, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ასეთ არჩევანს აღარ გააკეთებდა.
„მე არ მივიღებდი ისევ ასეთ გადაწყვეტილებას. ტექნიკურად და საფეხბურთო თვალსაზრისით, იტალიის ნაკრების მწვრთნელობა – საუკეთესო სამუშაოა“, – განაცხადა მანჩინიმ პროგრამა TG1-ის ეთერში.
რობერტო მანჩინის საუდის არაბეთში მუშაობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა – მხოლოდ 18 მატჩი, რის შემდეგაც 2024 წლის ოქტომბერში კონტრაქტი გაუქმდა. იტალიელის ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.
ამჟამად, რობერტო მანჩინი უმუშევარია.