რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავა
რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ დატოვებს თავის ამჟამინდელ პოსტს ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

„წავალ ნაკრებიდან ყატარის მუნდიალის დასრულებისთანავე. დავუბრუნდები კლუბში სამწვრთნელო მუშაობას.

ვინ შემცვლის? არ ვიცი, ბევრი კანდიდატურა არსებობს. მაგალითად, ნაკრებში მუშაობა შეუძლიათ ალეგრის, ანჩელოტის ან გასპერინის“, – განაცხადა მანჩინიმ.

ამ სპეციალისტმა ეროვნული გუნდი 2018 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით იტალიამ ათივე მატჩი მოიგო ევრო 2020-ის შესარჩევში.