რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლად ემზადება #1TVSPORT
რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასთან ახლოს არის. 61 წლის იტალიელი სპეციალისტი გეგმავს, რომ კატარის „ალ-სადთან“ თანამშრომლობა შეწყვიტოს და კვლავ „სკუადრა აძურას“ ჩაუდგეს სათავეში.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტების, ფაბრიციო რომანოსა და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. უკვე მომზადებულია ოთხწლიანი ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც, მანჩინის წლიური ანაზღაურება 2 მილიონ ევროს შეადგენს.
მანჩინი იტალიელებს 2018-დან 2023 წლამდე უკვე წვრთნიდა. 2021 წელს, მისი ხელმძღვანელობით, იტალიის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ თანამდებობა მარტში, მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.