რობერტო მანჩინი - „ინტერმა“ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ჩემი დამსახურებაც არის
რობერტო მანჩინი - „ინტერმა“ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ჩემი დამსახურებაც არის

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ის დრო გაიხსენა, როდესაც მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა (2004-2008, 2014-2016).

„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი შევქმენით, მაგრამ ჩემი წამოსვლის შემდეგ მათ კიდევ ოთხი-ხუთი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს. ადრე თუ გვიან იმ „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგა აუცილებლად უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. მე დავიწყე ეს ეპოქა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს დამსახურებაც ძალიან დიდია“, – ამბობს მანჩინი „გაძეტა დელო სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს „ინტერმა“ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და იტალიის თასი მოიგო.