რობერტო მანჩინი - ამ სეზონში ბალოტელის იტალიის ნაკრებში დასაბრუნებლად  არაფერი გაუკეთებია
რობერტო მანჩინი - ამ სეზონში ბალოტელის იტალიის ნაკრებში დასაბრუნებლად  არაფერი გაუკეთებია

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იმსჯელა ეროვნულ ნაკრებში „ბრეშას“ ფორვარდის მარიო ბალოტელის მოხვედრის პერსპექტივებზე.

„სათამაშო თვისებებით, რომელსაც ის ფლობდა და ფლობს, ბალოტელი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ეროვნულ ნაკრებში დასაბრუნებლად. ამ სეზონში მას არაფერი გაუკეთებია და მან ეს იცის.

ნაკრებში კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ მონდომებაა საჭირო იქ მოსახვედრად. იმედი გვაქვს მარიოს დაბრუნების ევროპის 2021 წლის ჩემპიონატისთვის“, – განაცხადა მანჩინიმ Sky Sport Italia-სთან კომენტრაში.

ამ სეზონში 29 წლის ბალოტელიმ სერია A-ს 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა, რასაც ემატება ექვსი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.