ედისონ კავანით „ინტერში“ დაინტერესდნენ
ედისონ კავანით „ინტერში“ დაინტერესდნენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი თავდამსხმელი იტალიური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Tuttosport.

გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში „ინტერის“ რიგებში ვიხილოთ.

ედისონ კავანის კონტრაქტის ვადა პარიზულ კლუბთან უკვე ამოიწურა და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ურუგვაელთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ედისონ კავანი „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია. ურუგვაელმა თავდამსხმელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში 301 მატჩი ჩაატარა და 200 გოლი გაიტანა.