რობერტო კარლოსის, დროგბას, ჰაჯის და რიბერის გუნდში - არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერებშია
რობერტო კარლოსის, დროგბას, ჰაჯის და რიბერის გუნდში - არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერებშია

„ცუდი არაა. გილოცავ, ტრაბზონ“ – ასეთი მოკრძალებული პოსტით გამოეხმაურა შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის ბოლო 30 წლის საუკეთესო ლეგიონერთა ნაკრებში მოხვედრას.

საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსფორის“ ყოფილი თავდამსხმელი სუპერლიგის ვარსკვლავურ შემადგენლობაში მოხვდა. ის „ტრაბზონში“ 1993–1997 წლებში თამაშობდა და 96 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა.

სუპერ ლიგის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია)

მცველები: ემანუელ ებუე (კოტ დივუარი), დიეგო ლუგანო (ურუგვაი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)

ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), გუტი (ესპანეთი), ალექსი (ბრაზილია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)

თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), შოთა არველაძე (საქართველო)

შეგახსენებთ, რომ არველაძე იყო თურქეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი (1994–95), სუპერლიგის ბომბარდირი (1995–96). ამას გარდა, 2003 წლის სექტემბერში შოთლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, წლის ქართველ ფეხბურთელად კი 3-ჯერ აღიარეს (1994, 1998, 2007).

ამჟამად შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელია და 2019 წელს უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.