რობერტო კარლოსი - ნეიმარი, კრიშტიანო და მესი ვერ შეედრებიან რონალდოს
რობერტო კარლოსი - ნეიმარი, კრიშტიანო და მესი ვერ შეედრებიან რონალდოს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა აზრი გამოთქვა თანამემამულე რონალდოზე.

„რონალდო გამოირჩეოდა ვარჯიშებზე. ის საუკეთესო იყო. არასოდეს მინახავს ასეთი ფეხბურთელი. ის უნიკალური მოთამაშეა. ნეიმარი, კრიშტიანო რონალდო ან მესი მას ვერ შეედრებიან.

ვფიქრობ, ჩვენს დროს რთული იყო გოლების გატანა. მაშინ ეს ფიზიკურად უფრო მძიმე იყო და ფორვარდებიც ნაკლებად იყვნენ დაცულნი. მაგრამ, რონალდოს შეტევაში პრაქტიკულად ყველაფერი შეეძლო“, – თქვა რობერტო კარლოსმა.

დატოვე კომენტარი