რობერტო ფირმინოთი „ბაიერნი“ დაინტერესდა
რობერტო ფირმინოთი „ბაიერნი“ დაინტერესდა

„ლივერპულის“ ფორვარდი რობერტო ფირმინო, შესაძლოა, გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბაიერნის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა.

მიუნხენელები აპირებენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეტევითი ხაზის განახლებას. გერმანიის ჩემპიონი მზად არის 28 წლის ფირმინოში 75 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ასევე იტყობინებიან, რომ „ბაიერნს“ არ დაუკარგავს ინტერესი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის ლეროი სანეს მიმართ.

მიმდინარე სეზონში ფირმინომ 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ლივერპულში“ გადასვლამდე, რობერტო ფირმინო „ჰოფენჰაიმში“ თამაშობდა.