რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ აჰლის“ შემადგენლობაში გააგრძელებს.

31 წლის ბრაზილიელმა, რომელიც თავისუფალი აგენტია, ქალაქ ჯედას გუნდთან კონტრაქტის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მხარეები ხელშეკრულებას ოფიციალურად უახლოესი დღეების განმავლობაში გააფორმებენ.

ფირმინომ „ლივერპული“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. მერსისაიდულ კლუბში მან რვა წელი გაატარა, რა დროშიც 362 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და ყველა ტურნირზე თავი 111 გოლით გამოიჩინა. 2019 წელს სამხრეთ ამერიკელმა ინგლისური ფეხბურთის გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 2020 წელს – პრემიერლიგა.

რობერტო ფირმინო „ალ აჰლისთან“ კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გააფორმებს.