რობერტო ფირმინო ბარსელონასთან პირველ მატჩს გამოტოვებს
რობერტო ფირმინო ბარსელონასთან პირველ მატჩს გამოტოვებს

ლივერპულის ფორვარდი რობერტო ფირმინო ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ. შეხვედრა 1 მაისს, 23:00 საათზე დაიწყება.

გაზეთ სანის ინფორმაციით, 27 წლის ბრაზილიელმა, რომელსაც კუნთი აქვს დაზიანებული, ოთხშაბათს დილით სამედიცინო ტესტი ჩააგდო.

უფრო ადრე ლივერპულის დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ფორვარდი ბარსელონას წინააღმდეგ მხოლოდ იმ პირობით ითამაშებდა, თუ ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა.