რობერტა მეცოლა - ამაღამ, როდესაც ევროპარლამენტი უკრაინის ფერებში ანათებს, დაე, მისი სინათლე იყოს სოლიდარობის, იმედისა და ჩვენი გაუტეხელი კავშირის სიმბოლო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მეცოლას განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.
„ჩვენს მამაც მეგობრებს უკრაინაში: ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა გამძლეობამ და გამბედაობამ მთელი მსოფლიო შთააგონა. ამაღამ, როდესაც ევროპარლამენტი თქვენს ფერებში ანათებს, დაე, მისი სინათლე იყოს სოლიდარობის, იმედისა და ჩვენი გაუტეხელი კავშირის სიმბოლო. თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს რობერტა მეცოლა.
To our brave friends in Ukraine: for four years, your resilience and courage have inspired the world.
Tonight, as @Europarl_EN shines in your colours, let its light be a symbol of solidarity, hope, and our enduring bond.
You are not alone 🇪🇺🇺🇦 pic.twitter.com/FEHPotZDgo
— Roberta Metsola (@EP_President) February 23, 2026