რობერტ ო ბრაიანი გიორგი გახარიასთან საუბარს „ტვიტერში“ ეხმაურება - ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას
რობერტ ო ბრაიანი გიორგი გახარიასთან საუბარს „ტვიტერში“ ეხმაურება - ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას

ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას, – ასე ეხმაურება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი „ტვიტერში“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს.

როგორც ო ბრაიანი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერთან საუბრის ძირითადი თემა ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა იყო.

„მქონდა შესანიშნავი საუბარი საქართველოს პრემიერ მინისტრთან. განვიხილეთ არაერთი საკითხი, მათ შორის ავღანეთი, რუსეთი, ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საკითხში განხორციელებული წინსვლა. ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას”, – წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.