რობერტ ლევანდოვსკიმ კონტრაქტი გაწყვიტა ჩინურ კომპანიასთან, რომელიც რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას უწევს #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკიმ კონტრაქტი გაწყვიტა ჩინურ კომპანიასთან, რომელიც რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას უწევს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაწყვიტა ხელშეკრულება ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან. ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც შეიტყო, რომ ეს კომპანია ვლადიმერ პუტინს რუსული ინტერნეტ-ქსელის სტაბილიზაციაში ეხმარება მას შემდეგ, რაც მან მთელი მსოფლიოდან ჰაკერული ჯგუფების შეტევა მიიღო.

შეტყობინებაში, რომელიც ჩინური ახალი ამბების ვებგვერდზე გაჩნდა და შემდეგ წაიშალა, ეწერა, რომ Huawei თავის კვლევით ცენტრებს გამოიყენებს 50 ათასი რუსი ტექნიკური ექსპერტის გასაწვრთნელად.

სწორედ ამის შემდეგ, ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა კომპანიის რეგიონალური წარმომადგენლის სტატუსზე პოლონეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში.

„Huawei CBG Polska სინანულს გამოთქვამს რობერტ ლევანდოვსკისთან თანამშრომლობის შეწყვეტის გამო“, – დაადასტურა ინფორმაცია ჩინურმა კომპანიამ.

ფორვარდის აგენტმა ტომაშ ზავისლაკმა Interia Sport-ს განუცხადა, რომ სასპონსორო ხელშეკრულების გაწყვეტა ლევანდოვსკის გადაწყვეტილება იყო და არა Huawei-ის.