რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში შინ 2:1 დაამარცხა „სოსიედადი“. კატალონელები აგებდნენ შეხვედრას, გამარჯვების გოლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

პოლონელისთვის ეს იყო მე-700 გოლი კარიერაში. ფორვარდს ყველაზე მეტი გოლი „ბაიერნში“ ჰქონდა – 344. „ბარსელონაში“ მან 105 გოლი გაიტანა, „დორტმუნდში“ – 103, „ლეხში“ – 41 და „ზნიჩში“ – 21.

ასევე ლევანდოვსკის ანგარიშზეა 86 გოლი პოლონეთის ნაკრებში.