რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფორვარდად აღიარეს
რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფორვარდად აღიარეს

პოპულარულმა პორტალმა GiveMeSport-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ფანებს უნდა აერჩიათ თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდი. ფინალში გავიდნენ „ბაიერნის“ ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი.

ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი უპირატესობით ლევანდოვსკიმ გაიმარჯვა. პოლონელმა რესპოდენტთა ხმების 66 პროცენტი მიიღო.

„ბაიერნის“ ფორვარდმა ამ სეზონში 33 ოფიციალურ მატჩში 39 გოლი გაიტანა. სუარესს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და იანვარში მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, 14 გოლი დაუგროვდა.