„ბარსელონამ“ X-ის სოციალურ ქსელში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ 36 წლის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გამოტოვებს სეზონის სტარტს მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო.
ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი, როდის მიიღო დაზიანება პოლონელმა. არც აღდგენის ვადების შესახებ გამოუცხადებიათ, მაგრამ კლუბში თქვეს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოთამაშის რეაბილიტაციის პროცესსა და დინამიკაზე.
„ბარსელონა“ ლა ლიგას 16 აგვისტოს „მალიორკასთან“ გასვლითი მატჩით იწყებს.