რობერტ ლევანდოვსკი - კლოპმა პრესინგი მასწავლა, ანჩელოტიმ დამაჯერებლობა შემძინა, გვარდიოლამ ფეხბურთის ხედვა შემიცვალა... #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - კლოპმა პრესინგი მასწავლა, ანჩელოტიმ დამაჯერებლობა შემძინა, გვარდიოლამ ფეხბურთის ხედვა შემიცვალა... #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ილაპარაკა იმის შესახებ, რა ისწავლა კარიერის განმავლობაში იურგენ კლოპთან, ხოსეპ გვარდიოლასთან, ჰანს-დიტერ ფლიკთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობისას.

„კლოპის დროს ვისწავლე პრესინგი და ბურთის ართმევა, რათა კარის წინ აღმოვჩენილიყავი. გვარდიოლასგან ბევრი რამ შევიტყვე ტაქტიკის შესახებ. ამან შეცვალა ჩემი ხედვა ფეხბურთში.

ანჩელოტიმ დამაჯერებლობა მომცა, ფლიკი ექსპერტი იყო ინსტრუქციის გადმოცემაში, ასე რომ, ყველას კარგად ესმოდა, რა უნდა ეკეთებინა მინდორზე. მისი გულწრფელობა შესანიშნავად ერგებოდა კონკურენტუნარიანი ატმოსფეროს შექმნას“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ ესპანურ გაზეთ El Pais-თვის მიცემულ ინტერვიუში.