რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელია

21:01, 08.01.2020

გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ ბუნდესლიგის მოთამაშეებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მათ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინათ.

ხმის მიცემის შედეგად, პირველი ადგილი დაიკავა „ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ – მან დააგროვა ხმების 44.7 პროცენტი. მეორე ადგილზე გავიდა „ლაიპციგის” ფორვარდი ტიმო ვერნერი (14.6%), მესამეზეა „დორტმუნდის” შემტევი ჯეიდონ სანჩო (14.5%).

მეკარეებს შორის საუკეთესო გახდა „გლადბახის” კარის დარაჯი იან ზომერი (38.9%).

ლევანდოვსკიმ პირველ წრის 17 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

მსგავსი