რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ დარჩება, – ინფორმაციას პოლონელი ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს.
„რობერტს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აკავშირებს და ზაფხულში ის ამ გუნდში დარჩება. საუდის არაბეთის კლუბებისგან წინადადება არ მიგვიღია და კონტაქტიც არავისთან გვქონია“, – განაცხადა პოლონელის აგენტმა, პინი ზაჰავიმ.
ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 36 წლის პოლონელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 34 გოლი გაიტანა.