რობენი – რეალმა რონალდო მოისროლა

13:52, 19.10.2018
Portugal’s Cristiano Ronaldo, right, blinks an eye to the Netherlands' Arjen Robben during their friendly soccer match in Faro, Portugal, Wednesday, Aug. 14, 2013. The match ended in a 1-1 draw.(AP Photo/Paulo Duarte)

არიენ რობენმა კრიშტიანო რონალდოს „რეალიდან“ წასვლასთან დაკავშირებით მწვავე კომენტარი გააკეთა, იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports).

„ძალიან ბევრი ფეხბურთელის დასახელება შემიძლია, რომელიც 21-ე საუკუნეში მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და გუნდმა მოისროლა. სწორედ ასე მოხდა, როდესაც მე მადრიდში ვიყავი, კლუბმა სუპერ ფეხბურთელები იყიდა, მე კი არც მკითხა ისე გამყიდა, მაშინ დიდი დარტყმა მივიღე, თუმცა მჯერა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა იყო, ვინაიდან გერმანიაში ეპოქა შევქმენი და კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ „რეკორდმაისტერთან“ ვიქნები ასოცირებული და არა „რეალთან“.

„რონალდოს ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ კლუბი არ დაეტოვებინა. მას არ სჭირდებოდა ახალი გამოწვევა, ვინაიდან მადრიდში თამაში ყოველთვის გამოწვევაა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მას სხვა გზა არ დარჩა. კრიშტიანო ისე მოისროლეს, როგორც მე და სხვები.“

მსგავსი