რობენი ბავშვთა მწვრთნელი გახდა, მისი შეგირდები არიან – საკუთარი ვაჟი, რიბერის შვილი და რუმენიგეს შვილიშვილი

18:59, 17.11.2019

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი არიენ რობენი მიუნხენის „გრიუნვალდში“ ბავშვებს ავარჯიშებს.

35 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ახალ პოსტზე მუშაობა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. მის განკარგულებაში არიან – შვიდი-რვა წლის ბავშვები. მაგალითად, „გრიუნვალდში“ თამაშობის არიენის შვიდი წლის ვაჟი კაი, ფრანკ რიბერის ვაჟი – ფიილუსი და „ბაიერნის“ დირექტორის კარლ-ჰაინც რუმენიგეს შვილიშვილი.

არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა 2019 წლის ივლისში დაასრულა.

მსგავსი